X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ზურაბ ალავიძემ  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მიიღო

10 ოქტომბერი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილე ირაკლი მატკავასთან ერთად,  თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.  დელეგაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანნა ვრონეცკა ხელმძღვანელობს. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. 
შეხვედრას პოლონეთის ელჩი საქართველოში  მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდა. 
ზურაბ ალავიძემ პოლონეთის დელეგაციას  სამინისტროს პრიორიტეტები, ის მასშტაბური საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებას უწყება 2017- 2020 წლამდე გეგმავს.
იოანნა ვრონეცკამ კიდევე ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოხატა მხარდაჭერა, მაქსიმალურად  შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის პოლონური კომპანიების აქტიურ ჩართულობას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. 
შეხვედრის დასასრულს, ზურაბ ალავიძემ სამინისტროს სახელით, პოლონურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.